პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული თავდაცვის ახალი მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის შეიარაღებასთან დაკავშირებით პოზიციას გენერალურ შტაბთან კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს.
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავარი გამოწვევების, კონკრეტულად კი თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"მე ახლა ისევ პარლამენტის წევრი რომ ვიყო, ამაზე გრძელ კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ ამ წუთას თავს შევიკავებ. უნდა ვესაუბრო ამ თემაზე პირველ რიგში გენერალური შტაბის წარმომადგენლებს. ბატონი კაპანაძე არ არის საქართველოში, შუა კვირაში დაბრუნდება და ამის შემდეგ ერთობლივად გავაკეთებთ განცხადებებს ამ თემაზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.