გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა

გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში მივიდა. გიგლა აგულაშვილი უწყებაში ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა.

როგორც გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის მათი პირველი შეხვედრა. მისივე თქმით, გუშინ ელგუჯა ხოკრიშვილთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გარკვეული საკითხები გაიარეს.

"გავაგრძელებთ საუბარს, თანამშრომლობას, ურთიერთობას ამ და სხვა სფეროებში", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.