ყველა თანამშრომელი, ვინც აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ დანიშნულმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება.
"ჩემთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ამ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს თანამდებობას. იქნება გარკვეული ცვლილებები, ახალი პროექტებიდან გამომდინარე, თუმცა ძირითადი ბირთვი იქნება შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს სამინისტროში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.