პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კომენტარს არ აკეთებს არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართვაზე პრეზიდენტისადმი, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტში არ გადააგზავნოს.
"ამ თემაზე ახლა კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკური განცხადებების თავისუფლება, სამწუხაროდ, პარლამენტში დავტოვე", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას.
თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა და ახლა მინდია ჯანელიძეს და უწყების თანამშრომლებს ხვდება.