გიორგი თავდგირიძე - ასეთი რადიკალური ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში ჯერ არ მომხდარა

გიორგი თავდგირიძე - ასეთი რადიკალური ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში ჯერ არ მომხდარა

თავდაცვის პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მრჩევლმა გიორგი თავდგირიძემ თავდაცვის სამინისტროსთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში მინდია ჯანელიძეს და თინა ხიდაშელს ელოდებიან. 

"ასეთი რადიკალური ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში ჯერ არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ცვლილებებია, კარგი ცვლილებებია, რაც ძალიან კარგია და ქვეყანას სჭირდება", - აღნიშნა თავდგირიძემ.
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა გენშტაბის უფროსი, თავდგირიძის თქმით, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.