ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს, გიორგი მარგველაშვილი აბსურდში რჩება

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს, გიორგი მარგველაშვილი აბსურდში რჩება

ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს, ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ გუნდთან ერთად მოსული პიროვნება მეორე დღესვე გუნდს უპირისპირდებოდეს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი აბსურდში რჩება. "ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს, ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ გუნდთან ერთად მოსული პიროვნება მეორე დღესვე გუნდს უპირპისრდებოდეს. ამ მხრივ გვაჩვენა და გამოჩინა თავი ჩვენმა პრეზიდენტმა. უახლოესი, რაც გააკეთა გუშინწინ, აგრძელებს ამ პოლიტიკას და აბსურდში რჩება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ვრცლად ისაუბრებს. "რა ხდება რეზიდენციასთან დაკავშირებით მე ამაზე ვაპირებ ერთ-ერთ გადაცემაში ხანგრძლივად ვისაუბრო, რა ხდებოდა კულისებში და ის ნაწილი გავიხსენო, რაც საზოგადოებამ არ იცის და ამით შეიძლება დავეხმარო და გავუიოლო ამ ინსტიტუტსაც ის, რომ თავის ქვეყანას ღირსეულად მოემსახუროს", -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.