აშშ-ის ქალაქ ლოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ადგილობრივებმა აშშ-ს დროით 04.17 წუთზე შეიგრძნეს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.
ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვიუ-პარკ-უინდზორ-ჰილსის რაიონიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. მეხანძრეებმა გადაამოწმეს ქალაქის 750 კვადრატული კილომეტრი და უსაფრთხოების ზომები შეამოწმეს.