ნატოსა და რუსეთს შორის

ნატოსა და რუსეთს შორის "ცხელი ხაზი" ამოქმედდება

"ცივი ომის" დასრულების შემდეგ პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის სამხედრო სარდლობასთან "ცხელი ხაზის" ორგანიზებას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "FAძ" ავრცელებს.

აღნიშნული გაზეთი ნატოში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებებს განახორციელებს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საკავშირო ხაზი ყოველთვის ღია იქნება და მუდმივად შემოწმდება. რუსულმა მხარემ "ცხელი ხაზის" საკონტაქტო ნომერი უკვე მიიღო.

ამგვარი კავშირის შექმნის ინიციატივა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ეკუთვნის. უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მსოფლიოში მზარდი დაპირისპირების გამო გერმანელი მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რუსეთსა და ალიანსს შორის დამყარდეს პირდაპირი კავშირი კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში.

მსგავსი სახის სატელეტაიპო კავშირი ალიანსსა და რუსეთს შორის 1962 წელსაც არსებობდა, რომელსაც "წითელ ტელეფონს" უწოდებდნენ.