"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, 10 წლის ბიჭი როგორ კლავს მძევალ მამაკაცს

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ინტერნეტში ვიდეო განათავსეს, რომელზეც ერაყში მძევალი მამაკაცის მკვლელობაა ასახული. მკვლელობას მცირეწლოვანი ბიჭი ახორციელებს, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა და ჯალათის შავი სამოსი აცვია.

ამის შესახებ "თვითერში" ინფორმაციას აქვეყნებს ორგანიზაცია "SITE Intelligence Group", რომელიც ქსელში ისლამისტური რესურსების მონიტორინგს ახორციელებს.

კიდევ ერთი გამოცემა "Shafaq News" იუწყება, რომ ერაყის ქალაქ თალ-აფარში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 300 იეზიდი მძევალი მოკლეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებას.