პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება

პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. "მთავრობის დამტკიცების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს", - აღნიშნა სამნიძემ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მთავრობის გეგმები, "იბიარდის" დელეგაციის ვიზიტი და სხვა საკითხები.