ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის ცალკე მიწვევის საჭიროებას ვერ ხედავს

ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის ცალკე მიწვევის საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური გუნდის ცალკე მიწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის დამტკიცების პროცესში ეკონოკური გუნდის ცალკე მოსმენა ისედაც გაიმართება.

"არ მგონია, რომ ამ ეტაპზე საჭირო იყოს ეკონომიკური გუნდის ცალკე მოწვევა. მთავრობის დამტკიცების პროცესში ისედაც მოხდება ეკონომიკური გუნდის ცალკე მოსმენა და ყველას ექნება საშუალება დასვან ის კითხვები, რომელიც აქვთ", - განაცხადა ტყემალაძემ.