"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟირნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მთავრობის დამტკიცების პროცედურულ საკითხებს განიხილავს.

სხდომას ასევე ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები.