პარლამენტი ვალდებულია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირაში განიხილოს

პარლამენტი ვალდებულია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირაში განიხილოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირაში განიხილოს.

როგორც ტყემალაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სწორედ ამ საკითხს განიხილავენ დღევანდელ სხდომაზე.

"დღეს განვიხილავთ მომავალი კვირის დღის წესრიგს. მომავალ კვირაში პარლამენტი ვალდებულია განიხილოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. დღეს ვისაუბრებთ თუ როდის უნდა ჩატარდეს სხდომა, ვინ იქნება მოწვეული და ა.შ.", - განაცხადა ტყემალაძემ.