პოლისტაბჭოს სხდომაზე მთავრობაში დამატებითი ცვლილებების საკითხი არ განიხილება

პოლისტაბჭოს სხდომაზე მთავრობაში დამატებითი ცვლილებების საკითხი არ განიხილება

პოლისტაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობაში დამატებითი ცვლილებების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრმა დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ეს თემა განსახილველად არ დადგება.

"დღის წესრიგში ასეთი თემა არ დგას. შესაძლოა პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრს ჰქონდეს მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი განსახილველად არ დადგება. არ გავუსწრებ მოვლენებს, ჩემი კოლეგები რას ფიქრობენ და რა აქვთ გულში ახლა ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის განხილვის თემა მთავრობის დამტკიცების საკითხი იქნება.