კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.