თინა ხიდაშელი:   მინდია ჯანელიძე ისევ გუნდის წევრია, ისევ მთავრობაშია

თინა ხიდაშელი: მინდია ჯანელიძე ისევ გუნდის წევრია, ისევ მთავრობაშია

კითხვა, რატომ დატოვა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ჩემთვის აქტუალური არ არის, რადგან ის არსად წასულა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც მისი წინამორბედის გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ჯანელიძე ისევ გუნდის წევრია.

"ეს კითხვა არ არის ჩემთვის აქტუალური, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინდია ჯანელიძე არსად არ წასულა. ჩვენთვის ეს კითხვა საინტერესო იქნებოდა იმ შემთხვევაში, მინდია ჯანელიძე სახლში რომ გაეშვათ. მაგრამ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმძღვანელი – მინდია ჯანელიძე დაბრუნდა თავის თანამდებობაზე და იმავე სეგმენტს ზუსტად ისევე კურირებს, როგორც ეს იყო მანამდე. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ის სადმე წავიდა. მინდია ჯანელიძე ისევ გუნდის წევრია, ისევ მთავრობაშია, ოღონდ ამჯერად ამ ფორმითაა წარმოდგენილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.