The Washington Free Beacon აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ალიასკას ზონაში მდებარე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის სივრცეს გადაუფრინეს. გამოცემის ინფორმაციით, ეს 2015 წელს პირველი მსგავსი შემთხვევაა.
თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოამერიკული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი, კაპიტანი ჯეფ დევისი არ ადასტურებს. მისი თქმით, ამერიკული თვითმფრინავები განგაშის სიგნალის გამო ცაში არ აფრენილან.
დევისმა ასევე დასძინა, რომ გასულ წელს ამერიკისა და კანადის გამანადგურებლები, რუსული თვითმფრინავების გამო ჰაერში 6-ჯერ აფრინდნენ, იმის მიხედავად, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული ავიაცია ათჯერ იყო შემჩნეული.