კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, ბავშვი ჯანმრთელია და მას და დედას საფრთხე არ ემუქრებათ.
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილი თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათზე დაიბადა. სამეფო წყვილის ქალიშვილი 3,7 კილოგრამს იწონის. პადინგტონის სამშობიაროში კემბრიჯის ჰერცოგინია გუშინ საღამოს მიიყვანეს. მშობიარობას თავად პრინციც ესწრებოდა.
უილიამსა და ქეითს პირველი შვილი - პრინცი ჯორჯი დაახლოებით ორი წლის წინ შეეძინათ. წყვილმა 2011 წლის 29 აპრილს იქორწინა. მათი ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.