თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრს ხვდება

თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცავის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი მივიდა. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ ამპლუაში პრემიერ-მინისტრთან პირველ შეხვედრას გამართავს.

"შევთანხმდით, რომ დღეს დილიდან ბატონ მინდია ჯანელიძესთან გავივლიდი ძირითად მონახაზს, მთავარ თემებს, სასწრაფო საკითხებს, დაგეგმილ ვიზიტებსა და ასე შემდეგ და ამის მერე მოვიდოდი პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას არ დაესწრება თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე.

"პირველ შეხვედრაზე მე და პრემიერმა, ალბათ, ჯერ პირისპირ უნდა ვისუბროთ. რაც შეეხება ბატონ მინდიას, მე მასთან ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებ თანამშრომლობას, როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან. მოგეხსენებათ, ის დაბრუნდა ამ თანამდებობაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში თინა ხიდაშელის გარდა, უკვე იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი. პრემიერთან შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრობის კანდიდატ ტარიელ ხეჩიკაშვილსაც ელოდებიან.