მთავრობის ადმინისტრაციაში დავით უსუფაშვილი მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციაში დავით უსუფაშვილი მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მივიდა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას. დავით უსუფაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დღესვე თავდაცვის მინისტრობის პოსტზე წარდგენილ თინა ხიდაშელსაც შეხვდება, თუმცა ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ მისულა.