აიოვას შტატში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აიოვას შტატში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აიოვას შტატში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. "როიტერის" ცნობით, შტატის გუბერნატორმა პრევენციული ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფრინველთა რამდენიმე ფერმაში ვირუსი აღმოაჩინეს.

აიოვა, რომელიც ამერიკის შტატებს შორის კვერცხის წარმოებით პირველ ადგილას დგას, მესამე შტატია, სადაც ფრინველის გრიპის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გასულ თვეს კიდევ ორ შტატში - მინესოტასა და ვისკონსინში გამოაცადეს საგანგებო მდგომარეობა. აიოვაში გაცემულია ყველა დაინფიცირებული ფრინველის განადგურების ბრძანება.