საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა გუშინ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას".
"დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7-დღიან პერიოდი გამოიყენა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრია, შეხედულებაა და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და ის აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის", -განაცხადა გუშინ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.