იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, მეზობელი ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებაში მყარდება.
მაგალითად, დოლართან მიმართებაში დღეს 0,066%–ით გამყარდა აზერბაიჯანული მანათი, და 1,0494 პუნქტზე დაფიქსირდა. თუმცა ევრო მანათთან მიმართებაში 0,16% პროცენტით, 1,1644 პუნქტამდე გამყარდა.
ეროვნული ვალუტა პოზიციებს იმყარებს რუსეთშიც, სადაც მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთის 12,5%–მდე შემცირების შესახებ განაცხადა. ამ ცნობის შემდეგ დოლარი და ევრო რუბლთან მიმართებაში დაეცა.
კერძოდ, დოლარის ღირებულებამ 51,15 რუბლი შეადგინა, ევრო კი 57,18 რუბლი გახდა.
დოლარი ეცემა უკრაინულ გრივნასთან მიმართებაშიც და საშუალოდ 21 პუნქტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა მკვეთრად ეცემა. ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,3327 გახდა.