აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეტანა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება

აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეტანა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება

აზერბაიჯანის  ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებიგანხორციელდა, რომელთა თანახმად,გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგანზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება დაისჯება 3–5 ათასამდე მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის კი ფულადი ჯარიმა 4–6 ათას მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობებით აღნიშნული ორგანიზმების შეტანა, გაყიდვა და მოხმარება კი 7–9 ათასიმანათით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს გამეორებით ჩაიდენენ.