უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ძველ თანამდებობაზე დაბრუნების საკითხს ეხმაურება. განცხადებას მაიასაია "პირველ რადიოსთან" საუბრისას აკეთებს. ექსპერტი ამბობს, რომ მინდია ჯანელიძე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთადერთი მიზეზით-ნეპოტიზმის გამო დააბრუნა. მისი თქმით, ჯანელიძე იყო ყველაზე "ნეგატიური დადაბალი დონის თავდაცვის მინისტრი". მაისაია აცხადებს, რომ მინდია ჯანელიძეს "ჩეკისტის" ხედვა ჰქონდა.
"ჯანელიძის ძველ თანამდებობაზე დაბრუნება მხოლოდ ნეპოტურ კავშირებს უკავშირდება. მას არავითარი წარმატება არ ჰქონია. ეს არის ნეპოტიზმის კარგი მაგალითი. ის თავდაცვის მინისტრობიდან რატომაც გადააყენეს გასაგებია.მისი ეფექტურობა ნულის დონეზე იყო,ჯანელიძე იყო ყველაზე დაბალი დონის, ნეგატიური თავდაცვის მინისტრი, რაც კი საქართველოშ არსებობდა. მას მხოლოდ ბაჩო ახალაიას თუ შევადარებთ, მე ახალაიას და ჯანელიძეს ერთ დონეზე დავაყენებდი, ესენი იყვნენ ყველაზე დაბალი დონის თავდაცვის მინისტრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს გამოიხატებოდა ელემენტარულად თავდაცვის საკიხთხებში არასწორი დაგეგმარების ელემენტების გამოყენებაში, თუნდაც იგივე სამხედროებზე რეპრესიების განხორციელებაში. მას ჰქონდა ჩეკისტის ხედვა და ჩეკისტები თავდაცვის სფეროში ყოველთვის არ იყვნენ კომპეტენტურნი. სტალინმაც კი ვერ გაბედა თავის დროზე ჩეკისტების დანიშვნა თავდაცვის სამინისტროში. თუნდაც მისი გამონათქვამები , გახსოვთ ალბათ უკრაინაშ მებრძლ ჯარისკაცებტან დაკავშირებით. ის რამდენჯერმე შეეხო ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და დიდი ზიანიც მიაყენა, ასევე დნმ-სთან დაკავშირებით რაც თქვა ეს იყო შეურაცხყოფა ქართველი ჯარისკაცების,"-განაცხადა მაისაიამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ,მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო გადაადგილების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს. ჯანელიძე დეპუტატმა თინათინ ხიდაშელმა შეცვალა.
356
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85