თინა ხიდაშელი - პრეზიდენტს წარდგენაზე უარი არ უთქვამს, მას უარის თქმის შესაძლებლობაც კი არ აქვს

თინა ხიდაშელი - პრეზიდენტს წარდგენაზე უარი არ უთქვამს, მას უარის თქმის შესაძლებლობაც კი არ აქვს

პრეზიდენტს უარის თქმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადავადების საკითხზე ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ხიდაშელის განმარტებით, მისთვის პრეზიდენტის პოზიცია მოულოდნელი იყო. "პრეზიდენტს წარდგენაზე უარი არ უთქვამს. მას უარის თქმის შესაძლებლობაც კი არ აქვს. მან გადადო პროცესი, გამოიყენა კონსტიტუციით მიცემული ვადები, რაც მისი აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლებაა. მან ჩათვალა, რომ საჭიროა მეტი კონსულტაცია. მთავრობაში ამას ასე არავინ არ ვთვლით. არ თვლის არც უმრავლესობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არის პრეზიდენტის ლეგიტიმური უფლება. მე ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდი, რადგან ვიცოდი იმ კომუნიკაციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის იყო და მას არ უთქვამს პრემიერისთვის რომ რაიმე კითხვები ჰქონდა. ამიტომ, ეს მოულოდნელი იყო - რომ გითხრათ არ იყო მოულოდნელითქო, სასაცილო ტყუილი გამომივა, რადგან ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა", - აღნიშნა ხიდაშელმა.