რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?! – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" დასმულ შეკითხვას - მისი შეფასებით , ლარის დღევანდელი მდგომარეობა მოსახლეობისთვის შოკია თუ "შოკუნია"?!
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ლარის თემა დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
"ეს არის სერიოზული სირთულე. ბუნებრივია, სირთულის ნაწილი გარე ფაქტორებითაა შექმნილი, თუმცა არსებობს მეორე საკითხი – ჩვენ რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო და დოლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რომ რუსეთში, უკრაინაში არსებული ეკონომიკური პრობლემები აისახებოდა ჩვენს რეგიონზე?! რამდენად გვქონდა ინფორმაცია, რამდენად მოემზადა ეკონომიკა და ახლა რამდენად არსებობს ეფექტური ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს და ლარი დასტაბილურდეს. გასაკეთებელი ბევრია და უფრო მეტად ენერგიული ჩართულობაა საჭირო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.