თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით ხიდაშელი კაპანაძეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შეხვდა.
ამასთან, ხიდაშელმა განაცხადა, რომ უკვე თავდაცვის მინისტრია და ის გეგმები მოისმინა, რომელიც გენერალურ შტაბს აქვს.
რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, მისი თქმით, მივლინებით უცხოეთში მიემგზავრება და ინფორმაცია ამის შესახებ თინა ხიდაშელს მიაწოდა.