მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრები და უკვე ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრები და უკვე ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე მივიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრები იკრიბებიან. როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, აგრეთვე, თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე.

ჯერ უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით იკრიბებიან მინისტრები.