ირაკლი ალასანია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურს, ხოლო პრემირ-მინისტრის, ალოგიკურს უწოდებს. მიმდინარე პროცესებზე განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ჟურნალისტებთან გორში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ გააკეთა:
"აუხსნელი და ალოგიკურია, იმ ცვლილებების ფონზე, რაც განხორციელდა, რომ ქვეყნის ეკონომიკას ეშველოს. ეკონომიკურ გუნდს მდგომაროეობის გაუმჯობესების არანაირი გეგმა არ წარუდგენია საზოგადოებისთვის. დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. ჩემთვის მოუხსნელია, როგორ შეუძლია ამ ცვლილებებს, მოახდინოს სასწაული და გააუმჯობესოს ეკონომიკური ვითარება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რომ მთავრობას საფიქრალად ერთკვირიანი ვადა მისცა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.