კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ 7 დღიანი კონსტიტუციური ვადა გაახანგრძლივოს და მთავრობა პარლამენტს არ წარუდგინოს.
მენაბდის თქმით, დროის გასვლის შემდეგ პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მთავრობის ის შემადგენლობა წარუდგინოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი შესთავაზებს.
"პრეზიდენტს აქვს ვალდებულება მთავრობის 1/3-ის განახლებიდან ერთ კვირაში, წარადგინოს მთავრობა პარლამენტში. პრეზიდენტი ამ ვადას უფრო მეტად ვერ გაახანგრძლივებს. მეტიც სინამდვილეში თუ ჩვენ უფრო ზუსტები ვიქნებით, პრეზიდენტს არა ერთი კვირა, არამედ 5 დღე დარჩა, ვინაიდან მეშვიდე მინისტრი ორი დღის წინ გადადგა. შესაბამისად დროის ათვლა იქიდან მოხდება და არა დღევანდელი დღით, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. 5 დღის შემდეგაც, თუ პრემიერი პრეზიდენტს იგივე შემადგენლობას შესთავაზებს, გიორგი მარგველაშვილი ვალდებულია პარლამენტს წარუდგინოს აღნიშნული შემადგენლობა. პრეზიდენტი ვალდებულია მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინოს და მისი სურვილები აქ არაფერს წყვეტს", - განაცხადა მენაბდემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენების მიუხედავად, არ არსებობს არავითარი ბერკეტი, რომ პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა მაინც წარედგინოს.