საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პრეზიდენტის განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. კვერენჩხილაძის თქმით იმის გამო, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ პირობებში მუშაობს, პრეზიდენტმა მთავრობას მისცა კიდევ ერთ კვირიანი ვადა "ფორსმაჟორულ პირობებში მუშაობს მთავრობა, პრეზიდენტმა გამოხატა ნება, რომ მოხდეს რაფინირება, წყნარად და პოლიტიკური ვნებათაღელვის გარეშე უმრავლესობას, მთავრობასა და მთავრობის მეთაურს შორის, თუ არ მოხდა პრეზიდენტი ამ შემადგენლობას წარადგენს ერთი კვირის თავზე, ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა," - განაცხადა კვერენჩხილაძემ.