"გაბრაზებულ გადაწყვეტილებად" აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტ პარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას არ მოაწეროს ხელი. ბესელია ამბობს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას არ შეიძლება იყო გაბრაზებული:
"პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების მიღების დროს, არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილებების მიღების დროს გვჭირდება სიმშვიდე და მომეჩვენა რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული." აცხადებს ბესელია.