აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონის კონკურენტი სენატორი ბერნი სანდერსი იქნება. "ევრონიუსის" ცნობით, სანდერსმა არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა აღნიშნა, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ფუნდამენტურ ცვლილებებს დაიწყებს და იმუშავებს არა მილიარდერებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ხალხისთვის.
დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ ოფიციალურად ბერნი სანდერსის გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
რაც შეეხება რესპუბლიკელებს, წინასაარჩევნო სამზადისში უკვე ჩაერთნენ სენატორები ტედ კრუზი, მარკო რუბიო და რენდ პოლი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი პრაიმერები უნდა ჩატარდეს.