" პრეზიდენტი არის იმ როლში, რასაც ჰქვია არაპარტიული დამოუკიდებელი პირი"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობათან დაკავშირებით, ინფორმაცია კანცელარიიდან გუშინ გაეგზავნა. საგანელიძის თქმით პრეზიდენტი არის, არაპარტიული დამოუკიდებელი პირის როლში და მან საზოგადოებას და პარლამენტს დაანახა, რომ მას აქვს უფლება მთავრობის დამტკიცება ერთი კვირით შეაჩეროს.

„პრეზიდეტს თხოვნა გაეგზავნა, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მიეცეს პარლამენტს საშუალება მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ რაც შეიძლება მალე, მთავრობის შემადგენლობას სრული ლეგიტიმაცია მიეღო იმ მოვლენების გამო, რაც უახლოეს დღეებში ხდება საქართველოში.

შესაბამისად, ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა სახელმწიფოროებივად გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველი. ის მოსაზრებები, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტს მიეცეს ფიქრისთვის მეტი დრო, სადღაც ამაში ლოგიკაც არის, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებები და საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება.

ეს არაფერს არ ცვლის, რადგან მთავრობა მუშაობს და მას აქვს სრული მანდატი მუშაობის. დროებით მთავრობაზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი არის იმ როლში, რასაც ჰქვია არაპარტიული დამოუკიდებელი პირი. ის არის არა რომელიმე პარტიაზე ორიენტირებული პიროვნება, არამედ პირი, რომელსაც აქვს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და ცდილობს გამოიყენოს ეს უფლებები“, - განაცხადა საგანელიძემ.