ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამთავრობო გუნდში პირველ რიგში ეკონომიკური გუნდია შესაცვლელი. ზურა ჭიაბერაშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში აცხადებს, რომ შიცვალნენ ის იმინისტრები, ვისაც შეხება არ აქვს ლარის დევალვაციასთან. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური გუნდის უცვლელად დარჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს:
“ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ძირითადი შემადგენლობის განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის დარჩენა ჩვენი ეკონომიკური ვარდნისა და გაღარიბების, ლარის დევალვაციის ფონზე ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და მართავს ძალიან ცუდად და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერი და ვინ იქნება მინისტრი და შესაბამისად შეცვლა მოხდა ისეთი მინისტრებისა, რომლებასაც პირდაპირი კავშირი ლარის დევალვაციასთან არ აქვს. ეს არაფერს არ ეუბნება ქართულ საზოგადობას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ფინასთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, სამწუხაროდ დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას იუსტიციის მინისტრმა, თვისი უაზრო რეგულაციებით” აცხდაბეს ზურაბ ჭიაბერაშვილი.