ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია დაბნეული.
„კოლეგებს მინდა, წარმატება ვუსურვო, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თანამდებობაზე ნდობა გამართლება მოუწევს. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც დღეს იქნა მიღებული, თვითონ პრემიერ-მინისტრი დაბნეულია. ის ერთ დღით ადრე საუბრობდა იმას, რომ მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვლებოდა, მაგრამ შეიცვალა სამი მინისტრი. ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას. პრემიერ-მინისტრი ვერ იღებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.