უპრეცედენტო კონფრონტაციული კამპანიის შედეგად რუსეთის იზოლირება ვერავინ შეძლო და ისინი, ვინც ეს კონფრონტაცია წამოიწყო, იწყებენ ამის გაგებას. ამის შესახებ დღეს, ტელეკომპანია "რასია 24"-ის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გახდა კონფრონტაციის უპრეცედენტო კამპანიის ობიექტი და არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება, არამედ საინფორმაციო კამპანიაც. ამის მიზეზი კი, ლავროვის განცხადებით, პირდაპირ იყო გამოცხადებული - რუსეთის იზოლირება. "ამის გაკეთება ვერავინ შეძლო", - განაცხადა ლავროვმა.