"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 5 ლიბიელი ჟურნალისტი მოკლეს

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ლიბიის ტელეკომპანიის ხუთი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება ჟურნალისტებთან კავშირი ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში შეწყდა. ისინი მძევლებად მაშინ აიყვანეს, როდესაც ქალაქ თორბუკიდან ბენღაზიში გადადიოდნენ.

დახოცილი ჟურნალისტების ცხედრები ქალაქ ბაიდასთან იპოვნეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება.