პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის თავდაცვითი საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებისა და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამისი წარდგინება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით მასზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ.
ამასთან, პარლამენტში დავით უსუფაშვილის სახელზე შესულია პარტია "თავისუფალი დემოკრატების" პეტიციაც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადასცა.