იტალიის პოლიციამ 12 ქრისტიანის ბორანიდან გადაგდებაში ბრალდებულები დააკავა

იტალიის პოლიციამ 12 ქრისტიანის ბორანიდან გადაგდებაში ბრალდებულები დააკავა

იტალიის პოლიციამ დააკავა 15 მუსლიმანი მიგრანტი, რომლებიც 12 ქრისტიანის ბორანიდან გადაგდებაში არიან ბრალდებულები. თვითმხილველების თქმით, მიგრანტები ნავით იტალიის სანაპიროებთან მიღწევას ცდილობდნენ, როდესაც მუსლიმანმა მიგრანტებმა განელი და ნიგერიელი ქრისტიანები წყალში გადააგდეს. სიცილიის პოლიციის განცხადებით, მუსლიმანები რელიგიური ნიშნით სიძულვილის გამოხატვის და ადამიანების განზრახ მკვლელობების გამო არიან დაკავებულები.

თავდამსხმელები კოტ-დივუარიდან, მალიდან და სენეგალიდან არიან. აფრიკელი მიგრანტები ევროპამდე მიღწევას ხშირად ხმელთაშუა ზღვით ცდილობენ. თუმცა, გზაში ასობით მიგრანტი იღუპება. იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, პარასკევის შემდეგ მათ დაახლოებით 8 000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.