კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა, კახა მელითაურმა განუცხადა, თვითმფრინავი, რომლითაც გარდაცვლილი მსახიობი მოსკოვიდან თბილისში, უნდა ჩამოასვენონ თბილისის აეროპორტში 15:15 საათზე დაეშვება. მისივე ინფორმაციით, კოტე თოლორდავას, სავარაუდოდ კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში იპოვეს.