ყაზბეგში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ

ყაზბეგში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ

ყაზბეგში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს , გარდაცვლილია ერთი ქალბატონი, მონიკა შმოლტნერი და მისი თანმხლები მამაკაცი, რომლის ვინაობა დგინდება.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილები მყინვარწვერიდან უკვე გადაასვენეს ყაზბეგში, პროზექტურაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ავსტრიელ ტურისტებს მაშველებმა მყინვარწვერზე ასვლამდე რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება, უამინდობის გამო თავი შეეკავებინათ ლაშქრობისგან, თუმცა მათ გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.