ანტიევროპულ დღის წესრიგს თავიანთი გამხმოვანებლები ჰყავს, მაგრამ ეს არის მხოლოდ უპერსპექტივო მცდელობა

ანტიევროპულ დღის წესრიგს თავიანთი გამხმოვანებლები ჰყავს, მაგრამ ეს არის მხოლოდ უპერსპექტივო მცდელობა

ანტიევროპულ დღის წესრიგს თავიანთი გამხმოვანებლები ჰყავს, მაგრამ ეს არის მხოლოდ მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგა ანდრის ბერზინშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.

"ანტიევროპულ დღის წესრიგს ჰყავს ხოლმე თავიანთი გამხმოვანებლები. მეტიც, ეს გამხმოვანებლები არიან სინქრონში იმ ზოგად იდეოლოგიურ დისკუსთან, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ევროპულ პერსპექტივას, თუმცა ეს არის მხოლოდ მცდელობა და ამ მცდელობას რეალური პერსპექტივა არ გააჩნია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და მოსკოვის მიერ აღნიშნული ტერიტორიბის ანექსიად შეაფასა.

"ოკუპირებული ტერიტორიების მთავრობებმა მოაწერეს ხელი ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებებს. ეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მდგომარეობას რეალურად ანექსიის დონემზე წევს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.