ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის

ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის

საპატრიარქოს პრეს-მდივან მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის. როგორც “აქცენტს” ბოტკოველმა განუცხადა, “დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას რომ კარი გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს“.

“ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს. ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმა. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა რაიმე ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობას, აღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიმყოფები საქართველოში და არ ვიცი საპატრიარქოში რაიმე ინიციატივას განიხილავენ თუ არა”, – განუცხადა “აქცენტს” ბოტკოველმა.