ვლადიმერ პუტინი:   უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეუძლებელია

ვლადიმერ პუტინი: უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეუძლებელია. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ იმყოფებიან. მან გაიხსენა შემთხვევები, როდესაც უკრაინულმა საბრძოლო მასალამ რუსეთის ტერიტორიასაც მიაღწია.

"თუმცა, ეს შეიძლება შევაფასოთ როგორც შემთხვევითობა და არა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის, ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეების დაზიანების მცდელობა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.