ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრების გადაცემის საკითხზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში შეხვედრას მართავს ასირიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტთან. როგორც გელა დუმბაძე ამბობს, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოში ბავშვების ჩამოიყვანონ და ბანაკებში დაასვენონ.
"თემა არის ისეთი, დავუშვათ შესაძლო განთავსება ქართულ ოჯახებში, ასევე შესაძლო მათაი დასვენების საკითხები, იგივე ანაკლიაში ბანაკი არსებობს, ჩვენ კოლეგებთან ერთად, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან და გვინდა დეტალებით დავინტერესდეთ, რომ ვიყოთ მზად რაღაც მონახაზებისთვის, რაღაც ინიციატივებისთვის, რომელიც მერე გაგრძელდება მთავრობის სხდომაზე და სხვადასხვა ფორუმზე და ჩვენ ამ ჟესტით და მათი მოწვევით ხაზს ვუსვამთ ჩვენ მზადყოფნას, რომ შევისწავლოთ კარგად სიტუაცია და ავწონ-დავწონოთ ჩვენი რეალური ძალები და გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები." განაცხადა გელა დუმბაძემ.