კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს. "უნიანის" ცნობით, პოლიციამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შევჩენკოვსკის რაიონში ჟურნალისტის სახლთან ახლოს მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ორი უცნობი მამაკაცი ავტომობილით მიუახლოვდა ჟურნალისტს, ერთ-ერთმა კი მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა.
ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ოლეს ბუზინა მოქმედ მთავრობასა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხშირად აკრიტიკებდა.