ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრივატიზაციის შედეგად ორი ობიექტი გაყიდულია, ერთი თბილისში, მეორე - ბათუმში. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს არის დაგეგმილი.
"ორი ობიექტი უკვე გაიყიდა აუქციონზე და შემოსულია ამ მიმართულებით თანხები. ეს მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილია. შეგიძლიათ მონაცემები მიიღოთ სამინისტროში. თბილისში გაიყიდა სამმილიონნახევარ დოლარად ერთ-ერთი ობიექტი, ასევე გაიყიდა ბათუმში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოხდება აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს შენობის გატანა.