დავით პატარაია:   საქართველოს პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

დავით პატარაია: საქართველოს პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"გამოვყოფდი ორ მომენტს. პირველი არის ის, რომ ლატვია არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების უფრო და უფრო გაღრმავება. ამ მიზანს ემსახურება სწორედ ეს ვიზიტი. მეორე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ უახლოეს პერიოდში რიგაში ტარდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომელზეც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული", - განაცხადა დავით პატარაიამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ რიგის სამიტის კონტექსტში.